საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო - საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები მალტაში გაემგზავრება #1TVSPORT
საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო - საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები მალტაში გაემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები მალე მალტაზე გაემგზავრება, სადაც ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. ჩვენი გუნდი B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში ისრაელის, მალტისა და რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

19-წლამდე გოგონათა ნაკრებში, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თბილისში ემზადება, მთავარმა მწვრთნელმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო)

მცველები: თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიზი კანდელაკიშვილი (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი, საქართველო), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო)

ნახევარმცველები: ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, მარი ბეგიაშვილი (სამივე – ნიკე, თბილისი, საქართველო)მარია-იზაბელა მელიქიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ელენე ენჯიბაძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო),

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო)

 

2021-22 წლების სეზონიდან უეფა-მ გოგონათა ასაკობრივი ტურნირების ფორმატი შეცვალა და საკვალიფიკაციო ეტაპი და ელიტ-რაუნდი ერთა ლიგის მსგავსი გათამაშებით ჩაანაცვლა – ფინალურ ეტაპამდე გუნდები ორრაუნდიან შესარჩევ ეტაპს გაივლიან.

პირველი რაუნდის 52 მონაწილე ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდნენ. A ლიგაში შვიდი 4-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, B ლიგაში კი – ექვსი. მეორე რაუნდში A ლიგაში ასპარეზობის უფლებას B ლიგის ექვს პირველადგილოსანთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში დარჩენილი 28 გუნდი წილისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. სადაც მათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება.

საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის 8 ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.

 

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩების განრიგი:

ევრო 2022. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი. B4 – ჯგუფი

 

1 ტური

20 ოქტომბერი. „ტა ქაალისენთენარ სთედიუმ

საქართველო – რუმინეთი

 

2 ტური

23 ოქტომბერი. „ტა ქაალისენთენარ სთედიუმ

ისრაელი – საქართველო

 

3 ტური

26 ოქტომბერი. „ტა ქაალისენთენარ სთედიუმ

მალტა – საქართველო