საკმარისად კარგად არ ვითამაშეთ - გნაბრიმ მუნდიალიდან გერმანიის ნაკრების გამოვარდნაზე ისაუბრა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, სერჟ გნაბრიმ კატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან ბუნდესნაკრების გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა.
ჯგუფური რაუნდის მე-3 ტურში გერმანიამ კოსტა რიკას მოუგო (4:2), მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილი ესპანეთთან ბურთების სხვაობის გამო დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
„გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა და მაქსიმალური ზეწოლა დანარჩენ ორ გუნდზე (ესპანეთი და იაპონია). გერმანიის ნაკრებში ბევრი ტალანტია, მაგრამ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურნირს გამოვეთიშეთ. ეს ძალიან მტკივნეულია. არც კი ვიცი, რა ვთქვა. ჩვენ, უბრალოდ, საკმარისად კარგად არ ვითამაშეთ და წინ ამიტომ ვეღარ წავედით“, – განაცხადა გნაბრიმ Sport 1-თან ინტერვიუში.