სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტის დეტალებს ჰყვება, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება წაშალა.

ამასთან, ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი