ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტის დეტალებს ჰყვება, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება წაშალა. როგორც ირკვევა, შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

ძიუდოისტი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში შეჯიბრზე მიემგზავრება.

შინაგან საქმეთ სამინისტროს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.