სახელმწიფო ელექტროსისტემა კაჭრეთში თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო ელექტროსისტემა კაჭრეთში თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კაჭრეთში თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„12 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე ქვესადგურში „კაჭრეთი-110“, ფიდერზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაიცვალა გურჯაანის ქვესადგურების ზონის უფროსი შოთა მთავარაშვილი.

ამ დროისათვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია ელექტროსისტემის განცხადებაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომელი, 33 წლის მამაკაცი დაიღუპა.