სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დაიღუპა
სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) თანამშრომელი დაიღუპა.

33 წლის მამაკაცი ტრანსფორმატორზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს ატარებდა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცი ქვესადგურების ჯგუფის უფროსად მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.