სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა
რეგიონში მზარდი საფრთხის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა უკრაინის დატოვების ნებართვა საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის და მოუწოდა უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ არ გაემგზავრონ უკრაინასა და რუსეთში არსებული დაძაბულობისა და აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ საფრთხის პოტენციალის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ საელჩო ღიაა, მაგრამ თეთრი სახლისგან არის განმეორებითი გაფრთხილებები, რომ შეჭრა შეიძლება, მოხდეს „ნებისმიერ დროს“.