სახელმწიფო დეპარტამენტი - მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აშშ-საქართველოს ურთიერთობების სიძლიერე დაადასტურა
სახელმწიფო დეპარტამენტი - მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აშშ-საქართველოს ურთიერთობების სიძლიერე დაადასტურა

დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სიძლიერე დაადასტურა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და მაიკ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.