სახალხო დამცველის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სახალხო დამცველის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სახალო დამცველის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, დღეს, ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე მას ფიზიკურად შეეხნენ. მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების შემთხვევაში, უწყებას შესაბამის ახსნა-განმარტებას მისცემს.

 „ვადასტურებ, იყო ჩემ მიმართ ხელის შეშლა, ასევე ფიზიკურად შემეხნენ, თუმცა ეს არ იყო ცემა, მაგრამ მიშლიდნენ ხელს გადაადგილებაში, ასევე იყო მოწოდებები თავდასხმის შესახებ. რას აკეთებს გამოძიება, ეს არის მათი კომპეტენცია. თუ დაიწყება გამოძიება, რა თქმა უნდა, მე და ჩემი თანმხლები პირები, ვინც ვართ თვითმხილველები, მივცემთ შესაბამის ახსნა-განმარტებებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.