ნინო ლომჯარია - ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების შემთხვევაში, უწყებას შესაბამის ახსნა-განმარტებას მივცემ
ნინო ლომჯარია - ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების შემთხვევაში, უწყებას შესაბამის ახსნა-განმარტებას მივცემ

სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მე მაქვს თმენის ვალდებულება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პრეკსონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოხატვის რა ფორმას აირჩევენ მოქალაქეები, ეს მათი გადასაწყვეტია.

„რაც შეეხება ვაკის პარკში განვითარებულ ინციდენტს, პირველ რიგში, გამოხატვის რა ფორმას აირჩევენ მოქალაქეები, ეს მათი გადასაწყვეტია. აქედან გამომდინარე, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მე მაქვს თმენის ვალდებულება და ეს აბსოლუტურად დაცულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თუმცა, ვადასტურებ, იყო ჩემ მიმართ ხელის შეშლა, ასევე ფიზიკურად შემეხნენ, თუმცა ეს არ იყო ცემა, მაგრამ მიშლიდნენ ხელს გადაადგილებაში, ასევე იყო მოწოდებები თავდასხმის შესახებ. რას აკეთებს გამოძიება, ეს არის მათი კომპეტენცია. თუ დაიწყება გამოძიება, რა თქმა უნდა, მე და ჩემი თანმხლები პირები, ვინც ვართ თვითმხილველები, მივცემთ შესაბამის ახსნა-განმარტებებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, მის საქმიანობას ხელი შეუშალეს, რაც მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების შემთხვევაში, უწყებას შესაბამის ახსნა-განმარტებას მისცემს.

რთული, ემოციური ვითარება იყო, ჩემი მისამართით იყო ალბათ ძირითადად. თუმცა, ზაზა სარალიძის მიმართ იყო უბრალოდ შეკითხვები, რატომ ტოვებდა ტერიტორიას, ანუ პროტესტი იყო გამოხატული მათი მხრიდან, თუმცა ჩემი მისამართით ნამდვილად იყო ჩემი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს მოქმედი კანონმდებლობით და თუ დაიწყება გამოძიება, მე რა თქმა უნდა, მივცემ შესაბამის ახსნა-განმარტებას გამოძიებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.