18-დან 24 მარტის ჩათვლით იაპონიის ქალაქი საიტამა ფიგურულ ციფურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველობაში მონაწილეობას 44 ქვეყნის 167 სპორტსმენი მიიღებს. ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში მედლებისთვის 35 მოციგურავე იბრძოლებს, გოგონების კატეგორიაში – 40. ჩემპიონატზე გამოვა 19 სპორტული და 27 მოცეკვავე წყვილი.
იაპონიაში საქართველოს ღირსებას მორის ყვითლაშვილი დაიცავს. მოკლე პროგრამას ის 21 მარტს წარადგენს, თავისუფალს კი 23 მარტს.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოლიმპიური ციკლის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა. საიტამაში პლანეტის უძლიერესი მციგურავეები შეიკრიბებიან. მათ შორის, 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონები, ბოლო წლების ევროპისა და მსოფლიო პირველობების გამარჯვებულები. სწორედ ამ შეჯიბრში გამოიკვეთებიან ის სპორტსმენები, რომლებსაც 2022 წლის ზამთრის თამაშებზე მედლებზე ექნებათ პრეტენზია.
იაპონიაში ვაჟთა შეჯიბრზე საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე იმუშავებს.