საგარეო საქმეთა სამინისტრო - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ე.წ. სამთვიანი პატიმრობის მისჯა პროვოკაციული და დესტრუქციული გადაწყვეტილებაა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ე.წ. სამთვიანი პატიმრობის მისჯა პროვოკაციული და დესტრუქციული გადაწყვეტილებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ე.წ. სამთვიანი პატიმრობის მისჯას პროვოკაციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებად აფასებს.

უწყების განცხადებით, მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას.

მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას, რათა დაკავებული მოქალაქეები დროულად და უვნებლად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა 21 აგვისტოს შეუფარდეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.