საგანგებოდ „ჯვაროსნებისთვის“ ფორმები უნიკალური დიზაინით შეკერეს #1TVSPORT
საგანგებოდ „ჯვაროსნებისთვის“ ფორმები უნიკალური დიზაინით შეკერეს #1TVSPORT

სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი ბრენდის პრეზენტაციასთან ერთად, მედიას ეროვნული ნაკრების ახალი ფორმები წარუდგინა.

აქამდე საქართველოს ნაკრებს საკუთარი დიზაინით შეკერილი ფორმები არ ჰქონდა. მაგრამ კომპანია „მაკრონთან“ გაფორმებული კონტრაქტით ეს შესაძლებელი გახდა. ამიერიდან საშინაო ფორმა წითელზოლიანი თეთრი მაისური იქნება, ხოლო მეორე და მესამე შავი და წითელი ფერების.

„ვიზუალური იდენტობის მიხედვით შეიქმნა სამი განსხვავებული ფორმა (საშინაო, საგარეო და მესამე), რომლებიც ირეკლავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს, აძლიერებს ნაკრებს, როგორც ბრენდს და გულშემატკივრებს ახალ, ეროვნულ სიმბოლიკასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზუალურ გადაწყვეტას სთავაზობს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

„დიდი გადატვირთვა – ახალი ეპოქოს დასაწყისი“ – ეს ახალი პროექტის სლოგანია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო შერატონში წარადგინა და რებრენდინგის დაწყება გამოაცხადა. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს არა მხოლოდ ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი ფორმის დიზაინი, არამედ სფფ-ს ახალი სამოქმედო გეგმა, სისტემა და ფილოსოფია, რომლითაც ქართველი ფეხბურთელის აღზრდას აპირებს. ამ სლოგანის წამყვანი თემაა – „მე ვარ საქართველო – გულწრფელი და გამბედავი“. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების ფორმა განსხვავებულია, საშინაო თეთრია, ასევე შავი და წითელი ფერისაა, მაისურაზე კი აწერია – „ძალა ჩემშია“.

დატოვე კომენტარი