საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ განცხადება გაკეთდება

18:21, 22.07.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ განცხადება გაკეთდება.

ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბრიფინგი 19:00 საათზე გაიმართება.

კახეთში, ძლიერი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელში სანიაღვრე არხები ადიდდა, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი.

მსგავსი