საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა - გასაღების  ფაქტზე ორი პირი დააკავა 
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა - გასაღების  ფაქტზე ორი პირი დააკავა 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი  პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში,  ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დამატებით ამოღებულია 15 ერთეული  ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.