საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

16:17, 28.06.2026

საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ტომბლენში, აეროპორტის სიახლოვეს მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად, პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორი. თვითმფრინავი პარაშუტისტების სკოლას ეკუთვნოდა.

პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიისკენ გადაადგილებისგან.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი