საფრანგეთში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა
საფრანგეთში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა

საფრანგეთში, ქალაქ ვილერბანში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

„ფრანს პრესის“ ცნობით, თავდასხმა დანებით შეიარაღებულმა ორმა პირმა განახორციელა. ისინი მეტროსადგურთან შეკრებილი ხალხის მასაში შეიჭრნენ.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდაა. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, ხოლო მეორეს პოლიცია ეძებს.