საფრანგეთში ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსნა

11:45, 08.06.2019

საფრანგეთში ქალებს შორის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის მატჩს „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე 45 ათასი მაყურებელი დაესწრო. მასპინძელი საფრანგეთი სამხრეთ კორეას ხვდებოდა და დიდი ანგარიშით მოიგო – 4:0

დუბლით აღინიშნა მცველი ვენდი რენარი, თითო გოლი ეჟენი ლე სომემ და ამანდინ ანრიმ გაიტანეს. ეს სამივე ფეხბურთელი „ლიონში“ თამაშობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ზედიზედ მესამედ მოიგო ქალებში ჩემპიონთა ლიგა.

ეს გუნდები A ჯგუფში გამოდიან, სადაც ასევე თამაშობენ ნორვეგია და ნიგერია.

მსოფლიოს ჩემპიონატი ქალებში მერვედ ტარდება. წინა შვიდ გათამაშებაში ყველაზე მეტი ჩემპიონობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა – სამი. ორჯერ იყო გამარჯვებული გერმანია, თითოჯერ ნორვეგია და იაპონია.

მოქმედი ჩემპიონი ამერიკაა, რომელმაც ოთხი წლის წინ. ფინალში იაპონია 5:2 დაამარცხა. თავის მხრივ, იაპონია ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონია. ცნობისთვის, ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსი ჰოლანდიას ეკუთვნის.

წლევანდელ ჩემპიონატში 24 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი საფრანგეთში შვიდი ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი