საფრანგეთში, ქალაქ როდეზში პოლიციის უფროსი მოკლეს
საფრანგეთში, ქალაქ როდეზში პოლიციის უფროსი მოკლეს

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ როდეზში პოლიციის უფროსი დანით სასიკვდილოთ დაჭრეს.

როგორც BBC იტყობინება, ინციდენტი საქალაქო საბჭოს შენობის გვერდით მოხდა. პირმა, რომლის სახელს პოლიცია არ ასაჯაროებს, პასკალ ფილოს დანით ჭრილობა სამჯერ მიაყენა. პოლიციის უფროსი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი, რომელმაც დამალვა ახლომდებარე მაღაზიაში სცადა, მალევე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე ეჭვმიტანილს ძაღლი ჩამოართვეს, რის გამოც ის მერსა და პოლიციის უფროსს ემუქრებოდა.

როდეზის მერის თქმით, პასკალ ფილო სამი შვილის მამა იყო.