გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით 243 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ვირუსით სულ 26 230 ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა შემცირდა.
ბოლო სამი კვირაა, საფრანგეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
საფრანგეთში უკვე ორი თვეა, კარანტინია გამოცხადებული. ქვეყანა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ გამარტივებას ორშაბათიდან იწყებს.