საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 661-ს მიაღწია. გარდაცვლილების რაოდენობა კი 79-ია. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა, ოლივიე ვერანმა გაავრცელა.
„დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 800-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 18-ით“, – განაცხდა ვერანმა.
მისივე თქმით, კიდევ 154 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მტკიცედ და სიმამაცე გამოვიჩინოთ“, – თქვა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
კორონავირუსის გავრცელების გამო, საფრანგეთში დახურულია სკოლები, ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ეიფელის კოშკი, ლუვრი და ვერსალის სასახლე.