საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 7 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რიცხვი – 7 578 შემთხვევა საფრანგეთში 31 მარტს აღრიცხეს.

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გასამმაგდა. ვირუსს საფრანგეთში დღემდე 30 596 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი, 267 ათასს აღემატება.