საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 310 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ზედიზედ ოთხი დღეა, რაც საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება.
ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 215 521 შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამეში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 30 409 შეადგინა.