საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1696-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 365 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა დღეს გარდაცვლილთა მაჩვენებელზე 134-ით მეტია.
ახალი კორონავირუსი სულ 29 155 ადამიანს აქვს დადასტურებული.
საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ელზასის რეგიონიდან, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა მაღალია, ქვეყნის სხვა რეგიონებში ინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირება ჩქაროსნული მატარებლის საშუალებით დაიწყო. ამ დროისთვის გადაყვანილია 20-მდე ინფიცირებული. ელზასის რეგიონს დახმარება შესთავაზა გერმანიამაც.