საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1696-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1696-მდე გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1696-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 365 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა დღეს გარდაცვლილთა მაჩვენებელზე 134-ით მეტია.

ახალი კორონავირუსი სულ 29 155 ადამიანს აქვს დადასტურებული.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ელზასის რეგიონიდან, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა მაღალია, ქვეყნის სხვა რეგიონებში ინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირება ჩქაროსნული მატარებლის საშუალებით დაიწყო. ამ დროისთვის გადაყვანილია 20-მდე ინფიცირებული. ​ელზასის რეგიონს დახმარება შესთავაზა გერმანიამაც.

დატოვე კომენტარი