საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 80-ით გაიზარდა. „ლე მონდის“ ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 26 310-ს აღწევს.
110-ით შემცირდა საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რიცხვი და ახლა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით საფრანგეთის მასშტაბით საავადმყოფოებში 22 614 ადამიანი მკურნალობს.