საფრანგეთში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

00:54, 07.11.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „კოვიდ-19“-ით კიდევ 828 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, 398 ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 430 პირი ხანდაზმულთა სახლებში.

საფრანგეთში ბოლო დღეებში ვირუსის შემთხვევების რეკორდული მატება ფიქსირდება, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა.

მსგავსი