ტრამპის ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოს სთხოვს, რომ შეზღუდოს მოსამართლეების უფლება, გააუქმონ ფედერალური სააგენტოების რეგულაციები მთელ ქვეყანაში

16:45, 14.11.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოს სთხოვს, შეზღუდოს მოსამართლეების უფლება, გააუქმონ ფედერალური სააგენტოების რეგულაციები მთელ ქვეყანაში. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გასულ წელს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით მოსამართლეებს აუკრძალა ისეთი ბრძანებების გაცემა, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას მთელ ქვეყანაში აჩერებს.

თუმცა მოსამართლეებს ახლაც შეუძლიათ, ფედერალური სააგენტოს რეგულაცია უკანონოდ ცნონ და მთლიანად გააუქმონ.

როგორც „როიტერი“ წერს, ახლა ტრამპი ამ უფლებასაც ებრძვის.

იუსტიციის დეპარტამენტმა უზენაეს სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა. ადმინისტრაცია ითხოვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მოსარჩელეებზე გავრცელდეს.

მსგავსი