დონალდ ტუსკი – ორბანის ძმა ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს, მის მინისტრს ტყეში 20 მილიონი უპოვეს, ძვირფასო ვიქტორ, შენი კრეატიულობა ყოველთვის მაოცებდა, მაგრამ ახლა ისეთი გაოგნებული ვარ, როგორც არასდროს

16:09, 14.11.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უნგრეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მიმართა.

„რამდენიმე დღის წინ ორბანის ძმა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დააკავეს, გუშინ კი ორბანის ერთ-ერთი მინისტრის ტყეში დამარხული 20 მილიონი დოლარი იპოვეს. ძვირფასო ვიქტორ, ყოველთვის მაოცებდა შენი კრეატიულობა, მაგრამ ახლა უნდა გითხრა, რომ ისეთი  გაოგნებული ვარ, როგორც არასდროს“, – აღნიშნა ტუსკმა.

ცნობისთვის, უნგრეთში სამართალდამცველებმა ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თითქმის 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს.

11 ნოემბერს ბუდაპეშტის სასამართლომ ვიქტორ ორბანის უმცროს ძმას, არონ ორბანს,და მასთან ერთად მცხოვრებ პირს , ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა. ისინი ვიეტნამის მოქალაქეებისთვის დასავლეთ ევროპაში უკანონო გადაყვანაში დახმარებაში არიან ეჭვმიტანილები.

მსგავსი