რობერტ ფიცო დადებითად აფასებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, შექმნას დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აცხადებს, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის სამხედრო სესხში მონაწილეობას არ მიიღებს

15:45, 14.11.2026

ფიცომ  ეს „წინგადადგმულ დიდ  ნაბიჯად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებაში  სლოვაკეთის მონაწილეობას არ მიიღებს.

„ძირითადი პირობაა, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის სამხედრო სესხში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ფიცომ.

მისივე თქმით, ტერიტორიულ კონტროლთან და პოტენციური მოლაპარაკებების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით უთანხმოებამ შესაძლოა გაართულოს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო დაპატიმრების ორდერის ზეწოლის ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს, ის ყოველთვის ევროკავშირის გარეთ უნდა ჩატარდეს. იმ ქვეყნებში, რომლებიც არ ცნობენ საერთაშორისო დაპატიმრების ორდერს, ასეთი ქვეყნები საკმაოდ ბევრია. ჩემი აზრით, ეს მთელ მოლაპარაკებებს გაართულებს“, – განმარტა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, მოლაპარაკებები შეიძლება უფრო დაბალ დონეზეც გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, ზოგს სურს, რომ სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები ისე დარჩეს, როგორც არის, ზოგს კი საზღვრების ხელახლა გავლება უნდა.

მსგავსი