საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 13 215 ახალი შემთხვევა დღე-ღამეში. ამასთან, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 154-ით გაიზარდა, რაც სექტემბერში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„გარდიანის“ ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ნიცაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება. 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება ასევე მარსელსა და ბორდოში.

რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს, პარიზში შეკრება ჯერჯერობით ოფიციალურად აკრძალული არ არის, თუმცა ქუჩებში პოლიცია მასობრივ შეკრებებს მკაცრად აკონტროლებს.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 454 266 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 31 103 ადამიანი.