საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 378 ადამიანი
საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 378 ადამიანი

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სამჯერ ნაკლებია გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 378 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 65 415 ადამიანი.