საფრანგეთში ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააკავეს
საფრანგეთში ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააკავეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრ ბენალა დააკავეს.

მას მიმდინარე წლის პირველ მაისს პარიზში გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილის ცემაში ედება ბრალი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს სამართალდამცველები კითხავენ.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო რამდენიმე ფრანგულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ელისეის სასახლეში განცხადება გაკეთდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრიაციაში ამბობენ, გავრცელებული ვიდეო ნამდვილად მიუთითებს, რომ ალექსანდრ ბენალა დამნაშავეა.

პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდანაც გადააყენეს.

 

დატოვე კომენტარი