საფრანგეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ​1438 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ​1438 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17 167-მდე გაიზარდა. აქედან ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1438 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათში დაფიქსირებული გარდაცვლილების შემთხვევებიდან 514 საავადმყოფოებში, 924 კი სოციალურ სამედიცინო ცენტრებში დაფიქსირდა.

როგორც ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვიდან 10 643 საავადმყოფოში დაიღუპა, 6524 ადამიანი კი სოციალურ-სამედიცინო ცენტრებში, ძირითადად, მოხუცებულთა თავშესაფრები შედის.