საპროტესტო აქციები ევროპაში – შეფასებები

12:14, 03.11.2026

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო ტალღა კვლავ შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოში. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვითარება ამ დრომდე მწვავეა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და თბილისში გამართულ აქციებს შორის პარალელებს ავლებენ მმართველ გუნდში. პარიზში დემონსტრანტის მხრიდან პოლიციელების მისამართით ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“, მკვლელობის მცდელობად შეფასდა. „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, რატომ არ ხდებოდა იგივე პროცესების იდენტური შეფასება თბილისური აქციების დროს. მმართველ გუნდში ლაზარე გრიგორიადისის საქმეს იხსენებენ და ევროკავშირს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციაში კი ქართულ და ევროპულ აქციებს შორის მსგავსებას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ პროტესტის მიზეზი თბილისის შემთხვევაში სულ სხვა რამ იყო. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ძალადობის წახალისების განცხადება, ევროპელი პოლიტიკოსებისგან არასდროს მოუსმენიათ.

მსგავსი