აშშ-ში შუალედური არჩევნები დღეს გაიმართება

12:19, 03.11.2026

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები გაიმართება.

მოქალაქეები კონგრესსა და შტატების ნაწილში ადგილობრივ ხელისუფლებას აირჩევენ. დაკომპლექტდება წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილი, სენატის 100 ადგილიდან – 35, ხოლო 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ. ახლა ორივე პალატაში უმრავლესობა დონალდ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას აქვს. თუ დემოკრატები ერთ ან ორივე პალატაში გაიმარჯვებენ, ტრამპს საკუთარი პოლიტიკის გატარება გაუჭირდება. კონგრესი ამტკიცებს კანონებსა და ფედერალურ ბიუჯეტს, ასევე აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომ უმრავლესობის შეცვლა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. საერთაშორისო მედიის შეფასებით, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დაბრუნების შანსი აქვთ – სენატში კი ბრძოლა უფრო კონკურენტულია. საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 4 ნოემბერს დაახლოებით დილის 04:00 საათზე დაიხურება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნებია.

მსგავსი