2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელების მკვლელობის ბრალდებით ირანში ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

11:24, 03.11.2026

2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელების მკვლელობის ბრალდებით ირანში ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.

ირანული მედიის ცნობით, ირანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამირჰოსეინ მალეკი და ამირჰოსეინ ებრაჰიმი 2026 წლის 8 იანვარს უსაფრთხოების ძალების ოთხი პოლიციელის მკვლელობის გამო სიკვდილით დასაჯეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცები ისპაჰანში გამართული საპროტესტო აქციის დროს შეირაღებულები იყვნენ და მათ ბრალი მკვლელობაში, იარაღის უკანონოდ გამოყენებაში, ქონების განადგურებასა და ცეცხლის წაკიდებაში დასდეს.

ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, ამ საქმეში კიდევ შვიდი პირი იყო ბრალდებული, მათ შორის ორი ავღანელი, რომლებიც 19 ივლისს სიკვდილით დასაჯეს. კიდევ ორი ირანელი — ალირეზა რაისი და ალირეზა სეფაჰი 5 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტისახელისუფლებო აქციებში გადაიზარდა. როგორც მედია წერს, დემონსტრაციების დროს აქციის ასობით მონაწილე მოკლეს.

მსგავსი