საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 135 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „ფრანს 24“ წერს, ეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთში ინფექციამ სულ 24 895 ადამიანი იმსხვერპლა.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, შემცირებულია საავადმყოფოში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადებების მქონე 25 815 ადამიანი მკურნალობს. 3 819 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ხელისუფლება 11 მაისიდან კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.