საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით სულ 29,640 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 160,377-მდე გაიზარდა.