საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 753 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 753 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 753 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 17 920 შეადგინა.

როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, უკვე მერვე დღეა, იკლებს პაციენტთა რაოდენობა ინტენსიურ განყოფილებებში. ამჟამად ინტენსიურ განყოფილებებში 6 248 პაციენტს მკურნალობენ, რაც პირველი აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო ერთ დღეში საფრანგეთში კორონავირუსი 2 641 პაციენტს დაუდგინდა. სულ საფრანგეთში გამოვლენილია კორონავირუსის 108 847 შემთხვევა.