ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი – რეგიონის ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანი კვლავ მზად არის ბრძოლისთვის, ახლა ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა

13:27, 03.11.2026

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ თეირანმა ვაშინგტონს მკაცრი პასუხი გასცა და თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფება. მისივე თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის ომის თავიდან ასაცილებლად „ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა“.

ღალიბაფის განცხადებით, ამასთანავე, რეგიონის ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანი ბრძოლისთვის მზად არის.

„რეგიონის ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანი კვლავ მზად არის ბრძოლისთვის და თითი სასხლეტზე უდევს, თუმცა მან აშშ-ს ძლიერი და რაციონალური პასუხი გასცა. ახლა ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა“, – განაცხადა მან.

ამასთან, ღალიბაფმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ აშშ კიდევ ერთ „სტრატეგიულ შეცდომას“ თუ დაუშვებს, ის ახალი ბრძოლის ველის წინაშე აღმოჩნდება, საიდანაც გამოსავლის პოვნა კიდევ უფრო გაუჭირდება.

მსგავსი