საფრანგეთმა ბოლივიას ამხანაგურ მატჩში მოუგო, მბაპემ ტრავმა მიიღო (ვიდეო)
საფრანგეთის ქალაქ ნანტში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთმა ამხანაგურ მატჩში შინ მიიღო ბოლივია და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები მე-5 და 43-ე წუთებზე „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა – ტომა ლემარმა და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.
ტრავმით დასრულდა შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპესთვის. მან ბოლივიელთა ნახევარმცველ რაულ კასტროსთან შეჯახებისას კოჭი დაიზიანა და ახლა სათუოა მისი თამაში 8 ივნისს, თურქეთთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში.
ბოლივიასთან საფრანგეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
არეოლა, ვარანი, უმტიტი (89. ზუმა), დინი (79. მენდი), პავარი (46. დუბუა), პოგბა, ნდომბელე (66. მატუიდი), გრიზმანი, ტოვენი, ლემარი (66. კომანი), მბაპე (46. ბენ იედერი).
WOW!
Amazing pass from Antoine Griezmann to Assist Lemar for France’s opening goal against Bolivia!
Genius!🤓#FRABOL
— RouteOneFootball (@RouteOneTweets) 2 June 2019