საფრანგეთის სპორტის მინისტრმა მბაპეს პსჟ-ში დარჩენისკენ მოუწოდა
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა მბაპეს პსჟ-ში დარჩენისკენ მოუწოდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ფენომენალურმა თამაშმა საფრანგეთის მთავრობის ყურადღებაც მიიქცია.

შეგახსენებთ, რომ კლიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბარსელონას“  სამი გოლი გაუტანა.

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, როქსანა მარასინიანიომ პირდაპირ ეთერში მოუწოდა კილიან მბაპეს, რომ პარიზული კლუბი არ დატოვის და კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

„კილიან, დარჩით საფრანგეთში, რაც შეიძლება დიდხანს. ჩვენ გვსურს, თქვენს თამაშს ვუყუროთ. ჩვენ გვჭირდები, სჭირდებით პუბლიკას, სჭირდებით პსჟ-ს“, – განაცხადა საფრანგთის სპორტის მინისტრმა.

კილიან მბაპესა და პარიზულ გრანდს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„პარი სენ-ჟერმენი“ უახლოეს მატჩს ხვალ, 21 თებერვალს, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს, კილიან მბაპე კი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

დატოვე კომენტარი