საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მარსელში ნარკომოვაჭრეებთან საბრძოლველად პოლიციის ელიტურ ქვედანაყოფს აგზავნის
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მარსელში ნარკომოვაჭრეებთან საბრძოლველად პოლიციის ელიტურ ქვედანაყოფს აგზავნის

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მარსელში ნარკომოვაჭრეებთან საბრძოლველად პოლიციის ელიტურ ქვედანაყოფს აგზავნის. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი „ტვიტერით“ ავრცელებს.

„ჩემი განკარგულებით, რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების მერვე ბრიგადის მებრძოლები მარსელში გაემგზავრებიან ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ოპერაციის ჩასატარებლად“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ წერს, აგვისტოში მარსელში ნარკომოვაჭრეების ჯგუფებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე ქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით შვიდი მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ წლის დასაწყისიდან მარსელში სხვადასხვა ჯგუფს შორის შეიარაღებული დაპირისპირების 68 შემთხვევა აღრიცხეს.