საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შრომის დღეს მომხდარ არეულობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობა უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი საფრანგეთის ქალაქებში შრომის დღეს მომხდარ არეულობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობა უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„მაშინ, როდესაც დემონსტრანტების დიდი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იყო მშვიდობიანი, კერძოდ, პარიზში, ლიონსა და ნანტში პოლიცია უკიდურესად სასტიკი ბოროტმოქმედების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც მოვიდნენ ერთი მიზნით: მოკლან პოლიციელები და თავს დაესხან სხვის ქონებას. ამ მომენტისთვის დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ერთი სამართალდამცველი სერიოზულად დაშავებულია, დამწვრობები მიიღო „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად. ძალადობა უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი“, – წერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“.
საფრანგეთის ქალაქებში პირველ მაისთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა.