საფრანგეთში ქარიშხალი „ამელი“ მძვინვარებს. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის ზონაში დაზიანებულია ასობით სახლი, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
გავრცელებული ინფორმაციით 2 000 ადამიანი საგანაგებო რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლეობას
ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს.
სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს.