საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები ქარიშხალმა დააზარალა
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები ქარიშხალმა დააზარალა

საფრანგეთში ქარიშხალი „ამელი“ მძვინვარებს. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ზონაში დაზიანებულია ასობით სახლი, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

გავრცელებული ინფორმაციით 2 000 ადამიანი საგანაგებო რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლეობას
ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს.

დატოვე კომენტარი