საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მბაპე ოლიმპიადაზე ითამაშებს #1TVSPORT
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მბაპე ოლიმპიადაზე ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტთან ილაპარაკა კილიან მბაპეს პარიზის ოლიმპიადაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ.

ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ კონტაქტი ჰქონდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის მამასთან და მან დაადასტურა, რომ მბაპეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს.

„გასულ კვირას საქველმოქმედო მატჩში მასთან ერთად აღმოვჩნდი მინდორზე და ეს შეკითხვა დავუსვი. მან მითხრა: „მას სურს იქ თამაში“.

ძალიან ვიმედოვნებ, რომ ყველა ევროპული კლუბი გაუშვებს თავის ფეხბურთელებს ოლიმპიადაზე. მოხარული ვარ, რომ ყველა ფრანგული კლუბი აკეთებს ამას და იმედია, სხვებიც მიბაძავენ მათ მაგალითს“, – მოჰყავს მაკრონის სიტყვები ესპანურ გაზეთ Marca-ს.