საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში მსვლელობები აკრძალა

10:57, 17.10.2026

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში მსვლელობები აკრძალა.

პარიზის პოლიციის უფროსის, პატრის ფოს გადაწყვეტილებით, ასევე აიკრძალა დემონსტრაციები პრეზიდენტის სასახლის, პრემიერ-მინისტრის ოფისის, შანზ-ელიზეს გამზირის მიმდებარე ტერიტორიებსა და დედაქალაქის სხვა მნიშვნელოვან ადგილებში.

აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საფრანგეთის მასშტაბით დღეს დაგეგმილი 600-ზე მეტი დემონსტრაციის შესახებ.

ამასთან, მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სამართალდამცველებს დემონსტრაციების დროს ხმოვანი ყუმბარების გამოყენების უფლება მისცა, თუ ვითარება განსაკუთრებით მძიმე ძალადობაში გადაიზრდება.

„ველოდებით, რომ აქციებში საკმაოდ ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა ნუნიესმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. დღეს დაგეგმილ დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პროფკავშირების წარმომადგენლები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას დაახლოებით 200 000 ადამიანი მიიღებს, მათგან 40 000-ს კი პარიზში ელოდებიან.

მსგავსი