საფრანგეთის ნაკრებში 17 წლის უორენ ზაირ-ემერი გამოიძახეს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებში 17 წლის უორენ ზაირ-ემერი გამოიძახეს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ნოემბრის მატჩებისთვის გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ პირველად მიიწვიეს ეროვნულ გუნდში „პარი სენ-ჟერმენის“ 17 წლის ნახევარმცველი უორენ ზაირ-ემერი.

მეკარეები – ალფონსო არეოლა (ვესტ ჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ბრის სამბა (ლანსი);

მცველები – ჟონათან კლოსი (მარსელი), ლუკას ერნანდესი (პარი სენ-ჟერმენი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), იბრაიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), ჟან-კლერ ტოდიბო (ნიცა), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია);

ნახევარმცველი – ედუარდო კამავინგა (რეალი, ესპანეთი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ბუბაქარ კამარა (ასტონ ვილა, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი);

ფორვარდები – კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), რანდალ კოლო-მუანი (პარი სენ-ჟერმენი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ოლივიე ჟირუ (მილანი, იტალია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი).

ნოემბერში საფრანგეთი ევრო 2024-ის კვალიფიკაციის ორ მატჩს ჩაატარებს გიბრალტარისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ.